ჩერგოლეიშვილი მელიაზე: სჯობს არ იტრაბახო – არ გააგებინო, რომ ცარიელი ლაპარაკი ხარ და არაფრის თავი გაქვს

ჩერგოლეიშვილი მელიაზე: სჯობს არ იტრაბახო – არ გააგებინო, რომ ცარიელი ლაპარაკი ხარ და არაფრის თავი გაქვს

სჯობს არ იტრაბახო – არ გააგებინო, რომ ცარილი ლაპარაკი ხარ და არაფრის თავი გაქვს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, პოლიტიკური კომენტატორი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ში წერს:

“მელიას ვინმემ აუხსნას, რომ მთავრობა ასე იმიტომ იქცევა, რომ იცის რომ ოპოზიცია სუსტია.
იცის იმიტომ, რომ მელიამ იბაქიბუქა, იტრაბახა და ვერ ქნა.

ამიტომ ჯობია არ იტრაბახო, რომ არ გააგებინო, რომ ცარიელი ლაპარაკი ხარ და არაფრის თავი არ გაქვს.

საიდუმლოდ მაინც დატოვო!

ტრაბახის და არარეალისტური დაიმედების ბრალია, რომ მთავრობამ დღეს იცის, რომ ოპოზიცია სუსტია და ყველაფერს გაბედავს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.