გიული ალასანია: „ჩვენი თავი და ერთმანეთი თუ არ დავიცავით გადაგვივლიან“

გიული ალასანია: „ჩვენი თავი და ერთმანეთი თუ არ დავიცავით გადაგვივლიან“

„მიხეილ სააკაშვილს ხალხის დაცვა სჭირდება“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თავი და ერთმანეთი თუ არ დავიცავით გადაგვივლიან.

„ჩემი შვილის გამოჩენა სასამართლო პროცესზე ძალიან კარგი იქნება. სამხედრო ჰოსპიტალში გართულდა  შესვლა, პროცესში სამი ინსტანცია ჩაერთო, ერთმანეთთან დროულად შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ხალხისგან მაქვს მოლოდინი, ხალხში ვცხოვრობთ, ხალხი ვართ ჩვენ და ჩვენი თავი და ერთმანეთი თუ არ დავიცავით გადაგვივლიან. სააკაშვილს ხალხის დაცვა სჭირდება. ჩვენ ყველას ერთმანეთის დაცვა გვჭირდება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.