გია გაბრიჭიძე: საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება

გია გაბრიჭიძე: საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება

ექსპერტი გია გაბრიჭიძე Facebook-ზე ეხმიანება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს და რამდენიმე ასპექტს გამოყოფს:

„საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც ჯერ არ მომხდარა. ბიუჯეტის და საკრებულოს ახალი შემადგენლობის დაუმტკიცებლობა იწვევს უამრავი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტის შეჩერებას.

ზოგიერთ რაიონსა, თუ ქალაქში ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს რამდენიმე ნიუანსის მიხედვით შეიძლება განვიხილოთ: 1. იურიდიული: საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც ჯერ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილია დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი. ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო დაეჩქარებინა ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ა) არ ეცალათ. ბ) სურდათ ხმაური და დაპირისპირება გ) ვერ ერკვევიან კანონებში 2. ეკონომიკური: ბიუჯეტის და საკრებულოს ახალი შემადგენლობის დაუმტკიცებლობა იწვევს უამრავი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტის შეჩერებას, რისი ფუფუნებაც ქვეყანას ნამდვილად არა აქვს. 3. მორალური ნაციონალური მოძრაობისთვის მოქმედების მთავარი ხაზი გადის სხდომათა დარბაზების მოწამვლაზე, კოლექტიური ანიწითლიძეების გამოხტომებსა, თუ სხვა მარაზმატულ ქმედებებზე. და ბოლოს - ძალიან მწირია საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, რითაც საკმაოდ კარგად სარგებლობენ ნაცტელევიზიები და მაქსიმალურად ძაბავენ სიტუაციას. ასევე აუცილებელია დამტკიცდეს ახლად არჩეული ორგანოების პირველი შეკრების თარიღი, რათა შემდგომში გამოირიცხოს მსგავსი ტიპის სპეკულაციები, რომლებიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ - გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით და არსებული სიტუაციის ბოროტად გამოყენების სურვილით“, - წერს გაბრიჭიძე.