მოსახლეობისთვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებები ხორცშესხმის სტადიაზე გადადის, ამას კი სჭირდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცება, გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია

მოსახლეობისთვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებები ხორცშესხმის სტადიაზე გადადის, ამას კი სჭირდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცება, გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია

ხელისუფლებამ პოსტსაარჩევნო საქმიანი და სტაბილური პერიოდი - გახსნილად გამოაცხადა. მოსახლეობისადმი მიცემული წინასაარჩევნო დაპირებები გადადიან თავისი ხორცშესხმის სტადიაზე. ამას კი პირველ რიგში სჭირდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცება. რა თქმა უნდა - გასაგები იყო, სად მიაყენებდნენ დარტყმას რადიკალები და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამისთვის იყო მზად, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მუნიციპალიტეტების 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს.

,,ხელისუფლებამ პოსტსაარჩევნო საქმიანი და სტაბილური პერიოდი - გახსნილად გამოაცხადა. მოსახლეობისთვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებები ხორცშესხმის სტადიაზე გადადის, ამას კი პირველ რიგში სჭირდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცება. რა თქმა უნდა - გასაგები იყო, სად მიაყენებდნენ დარტყმას რადიკალები და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამისთვის იყო მზად.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს წევრთა საქმიანობის ლეგიტიმურობა კონსტიტუციურ ჩარჩოებშია, საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომის ჩატარებამდე - მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიდგა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ადგილობრივი ბიუჯეტები დამტკიცებულია.

არცერთ კლინიკაში, არცერთი ღამის მორიგე-ექიმი არ დატოვებს ავადმყოფებს და არც უარს იტყვის ახალი პაციენტების მიღებაზე - თუ კი მისი შემცვლელი დღის ექიმი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო აგვიანებს თავისი კოლეგის ჩანაცვლებას. პაციენტის მიღების და მკურნალობის მის უფლებას - ეჭვ ქვეშ ვერავინ დააყენებს.

რა თქმა უნდა, დესტრუქციული ოპოზიციის მისამართით, ენაზე მიტრიალებს შეფასება, რომ ყოველ ცბიერ უკანალზე მოიძებნება ხრახნიანი ოყნა - მაგრამ შემოვიფარგლები მხოლოდ იმით, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ და ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერ ხასიათს ატარებს“