შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება და ცდილობს სახის შენარჩუნებას 

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება და ცდილობს სახის შენარჩუნებას 

როგორც ჩანს, არის გარკვეული სახის შენარჩუნების მცდელობა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ უკვე ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება ე.წ. free misha ან „თავისუფლება მიშას“ მოძრაობას და აქედან გამომდინარე, ცდილობს სახე შეინარჩუნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აქვს სამი ინსტანციის მიერ მისჯილი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მან უნდა მოიხადოს.

„მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად არ ეგუებოდა და დღესაც არ ეგუება იმას, რომ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს შეეგუოს აზრს, რომ როცა არსებობს დამდგარი განაჩენი, ის უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.