ბადრი ჯაფარიძე:  სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა - ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება

ბადრი ჯაფარიძე:  სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა - ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება

სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა - ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანი ამოცანა არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც ყოველი მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციულო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ვითარება და გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, რომელიც განმუხტავს ვითარებას, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ჩვენ უნდა დავანებოთ თავი პოლიტიკაში საუბარს, რომ ვაიძულე, ხელი გადავუგრიხე, წავაქციე, დავამარცხე, აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები სჭირდება ქვეყანას, ვითარების განმუხტვას, რომ საზოგადოებაში მშვიდობა დამყარდეს, რადგან ასე ვითარება დიდხანს ვერ განიმუხტება და შეიძლება კიდევ დაიძაბოს, რადგან სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა, რომელიც არც კომპეტენტურია და არც კვალიფიციური”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.