ლევან იოსელიანი: ერთია, რა ულტიმატუმს აყენებს სააკაშვილი და მეორეა - რა პასუხს სცემს მას „ოცნება“

ლევან იოსელიანი: ერთია, რა ულტიმატუმს აყენებს სააკაშვილი და მეორეა - რა პასუხს სცემს მას „ოცნება“

დღეს თუ ვინმე საქართველოში პოლიტიკურად აქტიურია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე, რა პასუხს სცემს მას „ქართული ოცნება“.

„ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე - რა პასუხს სცემს მას „ქართული ოცნება“, იმდენად გაერთო ეს ორი ძალა ურთიერთ დაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები რჩება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მიხეილ სააკაშვილს მორიგი ულტიმატუმი აქვს - იმ შემთხვევაში, თუ მასთან გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს არ დაუშვებენ, პატიმარი მკურნალობაზე უარს იტყვის. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი ამბობს, რომ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა ეზღუდება. მმართველ გუნდში კი, პასუხს კანონმდებლობით სცემენ და ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტისგან მსგავსი მოწოდებები და მოთხოვნები არ უკვირთ.