ფაქტებით დასტურდება, რომ აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა

ფაქტებით დასტურდება, რომ აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი იური ლუცენკოს მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ყოფილი უკრაინის გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილის და ოლიგარქ კურჩენკოსთან დაკავშირებულ აღძრულ საქმის დეტალებზე საუბრობს.

„უკრაინაში მიმდინარეობს გამოძიება ოლიგარქ კურჩენკოსთან დაკავშირებით. იკითხება ყველა პირი რომელიც ამ საქმესთან კავშირშია. ფაქტებით დასტურდება, რომ აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა; ფაქტებით დასტურდება და გამოძიების მიერ დამტკიცებულია, რომ სააკაშვილს რამდენჯერმე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ოლიგარქ კურჩენკოსთან; დასრულდა ექსპერტიზაც და დადასტურდა, რომ სატელეფონო საუბრისას ხმა ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს; დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანომრილი ფული გამოიგზავნა მოსკოვიდან უკრაინაში და ფული გადაეცა და დაუნაწილა სააკაშვილის მხარდამჭერებს.

საქმის საბოლოო დასრულებამდეც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკურ აფიორაში გაეხვა და დიდი ალბათობით უკრაინის კანონმდებლობის წინაშეც მოუწევს პასუხისგება. საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინაშიც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა. მან ძალიან კარგად იცოდა კურჩენკოსა და სხვა პირების (მათ შორის მის) წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული მიმდინარე საქმის მსვლელობის განვითარება და ამიტომ გამოიქცა საქართველოში. დიახ, ის გამოიქცა საქართველოში რათა თავი აერიდებინა უკრაინის კანონმდებლობისთვის.

მძიმე პოლიტიკური ფიასკო ფაქტია მძიმედ აისახა მის ფსიქიკაზე რისი სამედიცინო ნიშნებიც სამწუხაროდ სახეზეა და ამას აღიარებენ თავად გვარამია და სხვები. ფაქტია, უკრაინის განთავისუფლების იდეის სანაცვლოდ სააკაშვილმა დიდი ფული მოიპარა. საქართველოში საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებდა „საქართველოს გადასარჩენად მოვდივარო“ - არადა ფაქტებით დადგინდა, რომ სინამდვილეში უკრაინის სამართალს გამოექცა. ასე დაინგრა მითი მიხეილ სააკაშვილის გმირობაზე. კაცი ორი სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ფულის ქურდია“.