ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ან შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვებს, ვისაც მანდატის მიღება სურთ

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ან შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვებს, ვისაც მანდატის მიღება სურთ

არ ვარ დემონსტრაციების წინააღმდეგი, ეს დემოკრატიის ნაწილია. დემონსტრაციები უნდა გაიმართოს, მაგრამ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან უნდა შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან უნდა გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვა პოლიტიკოსებს, ვისაც სურთ მანდატის მიღება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა საქმე პარლამენტის შიგნით უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მოსახლეობისგან მანდატი მოიპოვეს.

„საქართველო წინ უნდა წავიდეს და უნდა დაიწყოს მუშაობა, როგორც ნორმალურმა დემოკრატიამ, ნორმალურად ფუნქციონირებადი პარლამენტით და ყველა რეფორმით, იქნება ეს საკონსტიტუციო თუ სასამართლო რეფორმა, რასაც უკიდურესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მაგრამ, რაც შეეხება, სააკაშვილის პოლიტიკურ ძალაუფლებას, ამას საქართველოს მოსახლეობა განსაზღვრავს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ საქმე პარლამენტის შიგნით უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მოსახლეობისგან მანდატი მოიპოვეს. მე არ ვარ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგი, არ ვარ დემონსტრაციების წინააღმდეგი, ეს დემოკრატიის ნაწილია. დემონსტრაციები უნდა გაიმართოს, თუ მოსახლეობა გრძნობს, რომ მათ გარეთ გასვლა და პროტესტის გამოხატვა სურთ ან რამის მხარდასაჭერად გადიან. როგორც უკვე ვთქვი, ეს დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ, რაც შეეხებათ, პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩეულები არიან საქართველოს მოსახლეობის მიერ პარლამენტში, მათ არ უნდა გააუფასურონ საკუთარი როლი პარლამენტში. მათ მიიღეს მანდატი მოსახლეობისგან და ეს ძალიან დიდი რაღაცაა, იყო არჩეული ხალხის მიერ და იყო ის ადამიანი, ვისაც მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა. ეს პოლიტიკოსები არჩეულები არიან, რათა განახორციელონ რეფორმები და იმუშაონ პარლამენტში. ეს კი სწორედ ის არის, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ან უნდა შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან უნდა გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვა პოლიტიკოსებს, ვისაც სურთ მანდატის მიღება და აქვთ სურვილი, რეალურად დაიწყონ მუშაობა პარლამენტში,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.