სააკაშვილის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, სავარაუდოდ ცხადი ხდება მისი საქართველოში შემოპარვის ერთ-ერთი მიზეზი - უკრაინის ციხეს ქართული ბევრად სჯობს

სააკაშვილის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, სავარაუდოდ ცხადი ხდება მისი საქართველოში შემოპარვის ერთ-ერთი მიზეზი - უკრაინის ციხეს ქართული ბევრად სჯობს

მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შეფასებებს, რომელიც მან „იმედი LIVE“ -ის ეთერში გააკეთა, ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმაურება. 

„სააკაშვილის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი გუბერნატორის მიმართ წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. გაბრიჭიძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა ნათლად ჩანს სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მიზეზი, რადგან უკრაინის ციხეს ქართული სჯობს. „თაღლითი ნარცისის ვნებანი. „იმედი ლაივში“ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც მივიღეთ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა მას შემდეგ, რაც დაემხობოდა ხელისუფლება. გარდა ამ საუბრებისა, ჩვენ დავაფიქსირეთ თვითონ თანხის გადაცემა, რომელიც უკრაინაში შუამავლებმა ჩაიტანეს. ეს თანხა არჩეული ხელისუფლების დასამხობად იქნებოდა გამოყენებული. ამ დროს უკრაინა რუსეთს ეომებოდა“, სააკაშვილის მიერ ჩადენილ ამ და კიდევ უამრავ დანაშაულზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი გუბერნატორის მიმართ. სავარაუდოდ ცხადი ხდება მისი საქართველოში შემოპარვის ერთ-ერთი მიზეზი, რადგანაც უკრაინის ციხეს, ქართული სასჯელაღსრულების დაწესებულება ბევრად სჯობს“.