მოსკოვიდან მიღებული თანხებით საქართველოში გადატრიალების მოწყობა სააკაშვილის მხრიდან არახალი ამბავია, მაგრამ ერთია ამაზე ჩვენი,

მოსკოვიდან მიღებული თანხებით საქართველოში გადატრიალების მოწყობა სააკაშვილის მხრიდან არახალი ამბავია, მაგრამ ერთია ამაზე ჩვენი, "მიკერძოებული" აზრი და სულ სხვაა, უკრაინის ყოფილი გენპროკურორის და ვანო მერაბიშვილის მეგობრის იური ლუცენკოს მოსაზრება

,,ლუცენკოს ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების დამადასტურებელი სატელეფონო საუბრების ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და სააკაშვილის ხმის ავთენტურობა დამტკიცებულია. ისევე, როგორც დამტკიცებულია მის მიერ კურჩენკოსაგან მოსკოვიდან დანომრილი თანხის მიღებისა და საკუთარ მხარდამჭერებზე დარიგების ფაქტი. მოსკოვიდან მიღებული თანხებით საქართველოში გადატრიალების მოწყობა - სააკაშვილის მხრიდან არახალი ამბავია, მაგრამ ერთია, ამაზე ჩვენი, "მიკერძოებული" აზრი და სულ სხვაა, უკრაინაში ცნობილი ფიგურის და ვანო მერაბიშვილის პირადი მეგობრის მოსაზრება.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს. 
 
როგორც ქართველიშვილი წერს, ლუცენკო კარგად წარმოაჩენს მიხეილ სააკაშვილის მოტივაციას მის ქმედებებზე. 

,,უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის და შიდაპოლიტიკურ სამზარეულოში კარგად ჩახედული იური ლუცენკოს მოსაზრება მიხეილ სააკაშვილზე იმ კუთხით არის გასააზრებელი, რომ ახალი რაკურსით წარმოაჩენს ჩვენთვის კარგად ცნობილ აქსიომას და დღევანდელი ტუსაღის ძირითად მოტივაციას მის ყოველ მოქმედებაში. ეს არის - ფული. ფული - რომელსაც "სუნი" არ გააჩნია.

ლუცენკოს მიერ აღწერილი სააკაშვილის ფსიქოპორტრეტი, მასში გაბატონებული, იუდა ისკარიოტისეული ვერცხლისმოყვარეობის გარდა, მოიცავს მის უსაზღვრო ნარცისიზმსა და ეგოცენტრიზმს, რაც განაპირობებს მის ყოველ ცხოვრებისეულ ნაბიჯს. მაგრამ, ეს "იქეთ" იყოს - ლუცენკო ჩვენს ყურადღებას კრიმინალ სააკაშვილზე ამახვილებს, რომლის უკანონო შემოსავლების ერთ-ერთი წყარო ბოლო დრომდე - მოსკოვი იყო.

სააკაშვილის მიერ "ბრწყინვალების ორდენით" დაჯილდოებული ექს-პრეზიდენტი იანუკოვიჩი და მისი მმართველობის პერიოდის, ასევე უკრაინიდან გაქცეული და ძებნილი ოლიგარქი კურჩენკო, დიდძალი თანხის საფასურად ჩვენი ტუსაღისაგან დაპირებად მიიღეს, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში - სააკაშვილი მიაღწევდა იანუკოვიჩისა და კურჩენკოს მიმართ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმის დახურვას.
ლუცენკოს ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების დამადასტურებელი სატელეფონო საუბრების ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და სააკაშვილის ხმის ავთენტურობა დამტკიცებულია. ისევე, როგორც დამტკიცებულია მის მიერ კურჩენკოსაგან მოსკოვიდან დანომრილი თანხის მიღებისა და საკუთარ მხარდამჭერებზე დარიგების ფაქტი.

მოსკოვიდან მიღებული თანხებით საქართველოში გადატრიალების მოწყობა - სააკაშვილის მხრიდან არახალი ამბავია, მაგრამ ერთია, ამაზე ჩვენი, "მიკერძოებული" აზრი და სულ სხვაა, უკრაინაში ცნობილი ფიგურის და ვანო მერაბიშვილის პირადი მეგობრის მოსაზრება.’’ - წერს დავით ქართველიშვილი faceboook - ზე.