სოზარ სუბარი: მინდა სააკაშვილს ავუხსნა - 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს

სოზარ სუბარი: მინდა სააკაშვილს ავუხსნა - 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს

მინდა სააკაშვილს ავუხსნა, რომ 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი აცნობიერებს, რომ ციხეში ზის და ეს ხანგრძლივია.

„დღეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მასთან პარლამენტარებს არ შეუშვებენ ამ შემთხვევაში პროტესტის რაღაც ფორმებს მიმართავს - არ იმკურნალებს. მინდა ავუხსნა, რომ 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს, განახორციელოს. შიმშილობა, პროტესტი ციხეებში ყოველდღიური ამბავია და ეს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ციხეში არის დაგროვილი, შეისწავლოს და განახორციელოს, ამისთვის დიდი დრო აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის ჰოსპიტალში, სადაც ის მკურნალობის პროცესს გადის, თუ დეპუტატებს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას არ მისცემენ, მკურნალობას შეწყვეტს.