სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ახალი ვარიანტი აღმოვაჩინეთ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შეშფოთების მიზეზია“, - განაცხადა ვირუსოლოგმა, ტულიო დე ოლივეირამ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალ ვარიანტს (B.1.1.529), სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს, რაც ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის ზრდას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ვარიანტი ასევე დადასტურდა ბოტსვანასა და ჰონგ კონგში სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ჯო ფაჰლამ განაცხადა, რომ ახალი ვარიანტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში ახალი შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის ფონზე, რაც მას მთავარ საფრთხედ აქცევს.