ნიკოლოზ ყიფშიძე: სააკაშვილის სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის - მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს

ნიკოლოზ ყიფშიძე: სააკაშვილის სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის - მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილს დღეში ერთი, ორი ან სამი დეპუტატი მაინც მოინახულებს, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება. სრული იზოლაცია მისი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი, მას ახლა ნახულობენ უამრავი ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ის პრაქტიკულად არ არის. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში ნახოს, ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი პირადი ექიმია, ოჯახის წევრი ოჯახის წევრია, კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს ნახონ ეს ადამიანი, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან.

ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელს შემდეგ, რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად. მაგრამ კიდევ არის ბევრი, უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ფსიქოლოგების კონსულტაცია აუცილებელია, ცენტრ “ემპათიას" ექიმები ვერაფრით ვერ მოხვდნენ, იმედია ხვალ მაინც შევლენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

Katana "ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება. სრული იზოლაცია მისი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი."
*
ნამდვილად! ამიტომ უნდა დამთავრდეს იზოლაციით წამება ექსპრეზიდენტისა! - ის უნდა გადაიყვანონ საერთო განყოფილებაში, რომ ჰქონდეს ურთიერთობის საშუალება სხვა პატიმრებთან!.. ცოდვაა ასე მარტო.
-------------
"მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში ნახოს."
*
უი, რა კარგია, რომ ნება დართო!..
ისა... სულ რომ გაათავისუფლონ ციხიდან და თავის საპრეზიდენტო სასახლეში რომ დააბრუნონ, ავლაბარში?
წინააღმდეგი ხომ არ იქნება ექიმი?
2 წლის უკან
Katana P.S.გამაოგნებელი იყო მისი მეორე ცოლის, ლიზა იასკოს განცხადება: მიშას მუდმივადა აქვს შეგრძნება, რომ ციხეში იყოფებაო!..
წარმოგიდგენიათ?
და, წესით, როგორი შეგრძნება უნდა ჰქონდეს, ნეტავი?
რომ სანატორიუმში იმყოფება?
ან უცხოეთის რომელიღაც ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც ღამეში 18 000 დოლარს იხდიდა ბიუჯეტიდან?
ესენი ახლაც კი სადღაც სხვა განზომილებაში იმყოფებიან...
2 წლის უკან