ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდსაწინააღმეგო მედიკამენტი ვაქცინაციას. თამარ გაბუნიას კომენტარი

ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდსაწინააღმეგო მედიკამენტი ვაქცინაციას. თამარ გაბუნიას კომენტარი

ბოლო პერიოდში ძალიან იმედისმომცემია ახალი კვლევის შედეგები კონკრეტულად ანტივირუსული მედიკამენტების თაობაზე, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ კორორავირუსის წინააღმდეგ, რადგან სხვა დანარჩენი ყველა მედიკამენტი მოქმედებს ამა თუ იმ თანმხლებ პროცესებზე, რაც შემდეგ იწვევს გართულებასა და არასასურველ შედეგებამდე მივყავართ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუანიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ მედიკამენტებზე რამდენიმე კომპანია მუშაობს და მათ შორის დაწინაურებულია „მერკი“ და „ფაიზერი“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ამ სიახლეებს და ვფიქრობთ, რომ, როგორც კი იქნება ავტორიზაცია შესაფერისი, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, ჩვენც მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ მოკლე ხანში ჩვენი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს მედიკამენტი. თუმცა ეს მედიკამენტი არამც და არამც არ და ვერ ჩანაცვლებს ვაქცინას. ამ შეთხვევაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი რჩება ვაქცინა. ამდენად, რაიმე შემთხვევაში თუ მოქალაქეს აქვს იმის მოლოდინი, რომ მედიკამენტი იქნება მალე, რაც სრულად გადაჭრის კოვიდთან დაკავშირებული გართულებების პრობლემას, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ ვაქცინირებულები დავხვდეთ ამ მედიკამენტს“, - განაცხადა გაბუნიამ.