ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციის წევრები ბიუროს სხდომაზე მივიდნენ და საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.

შენობაში იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრების გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.

ოპოზიციის წევრები საკრებულოს წევრებს მიმართავენ, რომ „ვადაგასულები“ არიან, თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია.