საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება

საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook- ზე ეხმიანება  მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციები“ კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); თავისუფლება წამებისგან  (freedom from torture).

ქადაგიძე აღნიშნავს, იმის მიუხედავად როგორ ცდილობდა სააკაშვილი ქვეყანა იზოლაციაში მოექცია, სწორედ ამ კვლევის კარგმა მაჩვენებელმა განაპირობა საქართველოს მიწვევა დემოკრატიის სამიტზე, რაც დიდ როლს თამაშობს სტრატეგიულ ურთიერთობებში.

„საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა "დემოკრატიის ვარიაციები" ჩაატარა კვლევა სადაც-დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია. საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: -გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); - თავისუფლება წამებისგან  (freedom from torture);  კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს კვლევებია იმის წინაპირობა, რომ საქართველო მიწვეულია ბაიდენის სამიტზე და რეალურად ფასდება, როგორც დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყნად, რაც თავისთავად ჩვენ განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს სტრატეგიულ ურთიერთობებში. P.S. არადა მიშამ წერილი მიწერა ბაიდენის ადმინისტრაციას და მოუწოდა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, თუმცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ფაქტებით ხელმძღვანელობენ და არა "პოლიტიკური ავანტიურისტების" სურვილებით.“- წერს ქადაგიძე.