ლევან იოსელიანი სააკაშვილის ინიციატივაზე: ჩემთვის რთული წარმოსადგენია, უფრო დიდი საინიციტივო ჯგუფი რა უნდა შეიქმნას, ვიდრე

ლევან იოსელიანი სააკაშვილის ინიციატივაზე: ჩემთვის რთული წარმოსადგენია, უფრო დიდი საინიციტივო ჯგუფი რა უნდა შეიქმნას, ვიდრე "ნაცმოძრაობაა" თავის მედიასაშუალებებით

ჩემთვის რთული წარმოსადგენია, უფრო ძლიერი და დიდი საინიციტივო ჯგუფი რა უნდა შეიქმნას, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა" თავის მედიასაშუალებებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით არის დაკავებული და ამაზე უფრო ძლიერი საინიციტივო ჯგუფის შექმნა მისთვის წარმოუდგენელია.

"მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ლიდერია და ბუნებრივია, ისინი იბრძვიან მის გასათავისუფლებლად, ეს ლოგიკურია. თუმცა, ამაზე უფრო დიდი საინიციტივო ჯგუფის შექმნა ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს პარტია სხვა არაფრით არის დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით პროცესებზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს და სიმართლე გითხრათ არც მაინტერსებს,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.