ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიწვევამ  წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანაა

ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიწვევამ  წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანაა

,,ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით არის შეფასებული.
კერძოდ სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა – „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება.’’ -ასე ეხმიანება  საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიწვევას. 

როგორც მეგრელიშვილი წერს, კვლევის მიხედვით საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს და მიეკუთვნება “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს.

,,ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით არის შეფასებული.

კერძოდ სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად არის შეფასებული, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა –„არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება.

კვლევის მიხედვით საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს.

საქართველოს გარდა ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციების სტატუსით არის კლასიფიცირებული.

წარმოდგენილი ინდექსები და საუკეთესო მაჩვენებლები გადამწყვეტი ფაქტორი იყო დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მისაწვევად.

დიახ, საქართველო მიიწვიეს და მას წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი.

ამით წერტილი დაესვა სპეკულაციებს რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანაა.’’ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.