ზაზა ბიბილაშვილი: ჩიხურ ვითარებას ხშირად ისიც ქმნის, რომ ოპოზიციას სურს სააკაშვილის ელექტორატი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე

ზაზა ბიბილაშვილი: ჩიხურ ვითარებას ხშირად ისიც ქმნის, რომ ოპოზიციას სურს სააკაშვილის ელექტორატი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ქვეყანაში შექმნილ ჩიხურ ვითარებასა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრობს.

მისი თქმით,  ჩიხურ სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ოპოზიციის ნაწილს სააკაშვილის ელექტორატი სურს, თუმცა, სააკაშვილის გარეშე:

„ვიწყებდით 43%-იანი რეფერენდუმით და იმის მტკიცებით, რომ ივანიშვილი არჩევნებს ვეღარ გააყალბებს. მერე არჩევნებში სატელევიზიო გამარჯვება ვიზეიმეთ. გავიდა კიდევ ორი თვე და სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა გვიხარია. რა გველის წინ? ჩიხურ ვითარებას ხშირად ისიც ქმნის, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს სააკაშვილის ელექტორატი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე. გამოსავალი, პირველ ეტაპზე, აშკარას დანახვა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევაა“, - აცხადებს ბიბილაშვილი.