ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე: ჩემი შვილი და ედუარდ სააკაშვილი ერთად ვერ იქნებოდნენ ბაღში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც ასაკობრივი სხვაობა ქვია

ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე: ჩემი შვილი და ედუარდ სააკაშვილი ერთად ვერ იქნებოდნენ ბაღში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც ასაკობრივი სხვაობა ქვია

ფონდი “ქართუს” გენერალური დირექტორის, ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ნანა გოთუა ედუარდ სააკაშვილის მიერ ინტერვიუში ნათქვამ იმ დეტალს ეხმიანება, რომელიც მის ოჯახს ეხება.
“საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა”, – განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ედუარდ სააკაშვილმა.

„რადგან ასე მნიშვნელოვან თემად იქცა ედუარდის და ჩემი შვილის მეგობრობა, თან ბაღის ასაკში, მოგახსენებთ:

ჩემი შვილი და ედუარდი ერთად ვერ იქნებოდნენ ბაღში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც ასკობრივი სხვაობა ქვია.

ნუ, მამა სააკაშვილის, ამჟამად პატიმარ სააკაშვილის ბოროტ ბუნებაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას”, – წერს ნანა გოთუა.

amo რა გინდა რომ ქნა
2 წლის უკან