კარლ ჰარცელი სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე, ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

კარლ ჰარცელი სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე, ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

მივესალმები იმ ქმედებებს, რაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განხორციელდა. ასევე მოხარული ვარ ინფორმაციით, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია.

„ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", - აღნიშნა ელჩმა.