ზაზა სოფრომაძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ნახავთ პატიმრებს, რომლთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ექსპრეზიდენტის

ზაზა სოფრომაძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ნახავთ პატიმრებს, რომლთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ექსპრეზიდენტის

ეს შეიძლება დაიჯერონ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ფანატიკოსებმა, ნორმალური ადამიანი ამას არ დაიჯერებს, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაზა სოფრომაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება, მისი სეირნობისა და ჰაერზე ყოფნის საჭიროების არგუმენტით.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში არიან პატიმრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ექსპრეზიდენტის.

„სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ოპონენტი არა თუ ვერ იტყოდა, ვერც გაიფიქრებდა ასეთ რამეს. ხომ ამოალპობდნენ ციხეში და არც მისცემდნენ საერთოდ ამის თქმის საშუალებას. დღესაც, სასჯელაღსრულების სისტემაში რამდენიც გინდათ, იმდენს ნახავთ ისეთ პაციენტსა და პატიმარს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ექსპრეზიდენტის. ბუნებრივია, ეს კითხვები ჩნდება და შერჩევით სამართალს მგონი, ვერავინ დაუშვებს“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.