,,ვალერი გელაშვილი საცემი იყო” - ნინო ბურჯანაძე სააკაშვილს იცავს და სკანდალურ განცხადებას აკეთებს

,,ვალერი გელაშვილი საცემი იყო” - ნინო ბურჯანაძე სააკაშვილს იცავს და სკანდალურ განცხადებას აკეთებს

,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვალერი გელაშვილმა როგორც ადამიანური, ისე პოლიტიკური ზღვარი გადალახა.

-ვალერი გელაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და როგორ შეიძლება პრეზიდენტს მიუსაჯო იმ საქმეზე, რომელიც გამოძიებული არ არის. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიშასთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისჯა შესაძლებელი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის შემსრულებლები დაადებენ ხელს ან მიშას, ან თავის უფროსს, რომელიც მერე იტყვის, რომ ეს ბრძანება მე სააკაშვილმა მომცა.

და ბურჯანაძე, რომ ამბობს სასამართლოზე, ეს ცუდი იყო და მე მიშას ვუთხარი, რომ შენ თუ ეს იცოდი და ამას ხელი არ შეუშალე, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა და არასწორი ნაბიჯი-მეთქი, უკაცრავად, მაგრამ ამას ახლაც გავიმეორებ.

ვალერი გელაშვილს მე ისიც ვუთხარი, საცემი იყავი-მეთქი. მე გცემდი ერთი ერთზე, კაცი რომ ვყოფილიყავი-თქო, რა!  და თუ ვინმემ სპეცრაზმი გამოგიგზავნა, ძალიან არაკაცურად და ცუდად მოქცეულა-მეთქი. ახლაც იგივეს ვიმეორებ. სამწუხაროდ, ბატონმა ვალერიმ გადალახა რაღაცა ცოლ-ქმრული ზღვარი, ადამიანური და პოლიტიკური ზღვარიც კი და ისეთი რამე იკადრა, რომ ადამიანურად და კაცურად ის მართლაც საცემი იყო, მაგრამ დანაშაული იყო ის, რომ ვალერი გელაშვილი სპეცრაზმა სცემა.

მე სწორედ ეს ვუთხარი სააკაშვილს, რომ თუ შენ ეს იცოდი და თუ ეს შენგან მოდის, ეს არის დანაშაული. მე არ ვიცი, ეს მისგან მოდიოდა თუ არა. მაშინ ეს ჩემთვის არც დაუდასტურებია და არ უარყვია, – განაცხადა ,,ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში საუბრისას ნინო ბურჯანაძემ.

Katana მეც მიმაჩნია, რომ საცემი იყო! (ოღონდ, არა სპეცრაზმის მიერ და არა მისიკვდილებამდე!).

მაგრამ მთავარი პარადოქსი ის არის, რომ ამ ცემისათვის უსჯიან ციხეს სააკაშვილს და აშკარად დამტკიცებადი სახელმწიფო ღალატისათვის საყვედურსაც არავინ ეუბნება!..

(არადა, ყველა საფუძველი არსებობს, რომ უვადო პატიმრობა მიესაჯოს!).
2 წლის უკან