ივანიშვილის რეჟიმის პირობებში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სამარცხვინო ფორმით, სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს

ივანიშვილის რეჟიმის პირობებში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სამარცხვინო ფორმით, სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს

ივანიშვილმა კობახიძესა და ღარიბაშვილის პოლიტიკური ტონალობის გამხმოვანებლობის გარდა მიანიჭა ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე თუ საით წავა ქვეყანა, ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ სახალხო დამცველზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, ის, რომ ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს სახალხო დამცველი სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული, „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში სრულიად ლოგიკურია.

„კობახიძე და ღარიბაშვილი ყველა ეტაპზე, ამ ზოგადად სამარცხვინო ივანიშვილის გარემოცვის ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაწილი იყვნენ. ახლა ეს ადამიანები არიან განმსაზღვრელი არა მარტო პოლიტიკური ტონალობისა, მათ მიანიჭა ეს ფუნქცია ივანიშვილმა, არამედ იმაზეც საერთოდ ქვეყანა სად წავა, ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს. ის, რომ ამ ადამიანებს, ამ სამარცხვინო ფორმით სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, იმის გამო რომ ეს ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს, აბსოლუტურად ლოგიკურია, ასეთი რეჟიმის პირობებში“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის პოზიციები რეალობას არ ასახავს.

"ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

trampi ჩათლახი ......
სოზარ სუბარს შენს დროს რომ თავყბა გაუერთიანეს-----დაგავიწყდაა ???
ეს სატანაზე დამყნობილი ჩათლახი.....
2 წლის უკან