გია ვოლსკი: რაც უფრო მიუღწეველი და კომიკური ხდება „ნაცრევოლუციის

გია ვოლსკი: რაც უფრო მიუღწეველი და კომიკური ხდება „ნაცრევოლუციის" თემა, მით უფრო კაპასი და სტატუსთან შეუსაბამო ხდება სახალხო დამცველის განცხადებები

რაც უფრო მიუღწეველი, ფანტასმაგორიული და კომიკური ხდება „ნაცრევოლუციის" თემა, მით უფრო კაპასი და სტატუსთან შეუსაბამო ხდება სახალხო დამცველის განცხადებები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არაერთი ასეთი განცხადების გახსენება შეიძლება, რომელიც მის სტატუსთან შეუსაბამოა.

"ბოლო მაგალითი საერთოდ საოცარია, სადაც ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს არანაირი სტატუსი არ გააჩნია მაშინ, როცა ის მმართველი პარტიის ლიდერია და მასთან შეხვედრის ინტერესი აქვს საერთაშორისო დონეზე მთელ რიგ დელეგაციებს და თვითონაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრია. მერე იქ რაღაც ღლიცინზე "დალაიქება" და გამოსვლა პოლიტიკური განცხადებებით არის იმის შედეგი, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება,"- განაცხადა ვოლსკიმ.