ბულგოგი

ბულგოგი

ინგრედიენტები

500   გრამი ღორის ან ძროხის ფილე

1   ცალი სტაფილო

3   ს/კ სოიოს სოუსი

1   ს/კ სეზამის ზეთი

1   ს/კ სეზამის მარცვალი

1   კბილი ნიორი

1   ჩ/კ შაქარი

1/2  ჩ/კ მარილი

1/2  ჩ/კ შავი პილპილი

2   ძირი მწვანე ხახვი

1/2  თავი ხახვი

მომზადებ

დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ სოიოს სოუსი, სეზამის მარცვლები, სეზამის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი და შავი პილპილი. იმავე თასში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ფილე, სტაფილო და დაჭრილი ხახვი. თასს თავზე დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. შედგით მაცივარში 2-3 საათით (უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ).

გააცხელეთ გრილი. ამოიღეთ თასიდან ყველა ინგრედიენტი და დააწყვეთ ალუმინის დიდ ფურცელზე. მოასხით თავისივე წვენი და შეახვიეთ. დადეთ გაცხელებულ გრილზე და შეწვით 12-20 წუთის განმავლობაში.

გადმოიღეთ თეფშზე წვენითურთ და მორთეთ ბულგარული წიწაკის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!