გია გაბრიჭიძე:  მართალია პრემიერი, გვყავს ჩვენ ნამდვილი მეგობრები, არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობრები და მათთან ნამდვილად ვითანამშრომლებთ

გია გაბრიჭიძე:  მართალია პრემიერი, გვყავს ჩვენ ნამდვილი მეგობრები, არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობრები და მათთან ნამდვილად ვითანამშრომლებთ

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ხაზი გაუსვა, რომ მისთვის არ არის საინტერესო რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი და მითუმეტეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ ნამდვილად უინტერესოა იმ პარტნიორების განცხადებები, რომლებიც თავიანთი მიკერძოებული შეფასებებით მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და საქართველო ითანამშრომლებს  მხოლოდ ნამდვილ მეგობრებთან, რომელიც ჰყავს. 

„ირაკლი ღარიბაშვილი - რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო. ამ განცხადებას რამდენიმე ე.წ. დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსის გარდა მთელი საქართველოს მოსახლეობა ეთანხმება. ეთანხმება არა იმიტომ, რომ პარტნიორებისა და მეგობრების რჩევები უინტერესოა, არამედ იმიტომ რომ ნაცების მიერ დათრეული ვიღაც ტიპები, რომლებიც მეგობრული ურთიერთობის ნაცვლად აშკარად ემხრობიან ანტიქართულ, ანტიცივილურ ძალას და თავიანთი მიკერძოებული გამონათქვამებით ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. ასე რომ მართალია პრემიერი და გვყავს ჩვენ ნამდვილი მეგობრები, არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობრები და მათთან ნამდვილად ვითანამშრომლებთ“ -წერს Facebook- ზე გაბრიჭიძე.