მეგის ქარდავას საქმის პროკურორი: უფრო მძიმე კადრებიც არსებობს, უმძიმესი ფაქტებია - დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ.

მეგის ქარდავას საქმის პროკურორი: უფრო მძიმე კადრებიც არსებობს, უმძიმესი ფაქტებია - დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ის თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს.

„ვიდეოკადრები ნამდვილად მისი, უკრაინაში მდებარე ბინის ჩხრეკისასაა ამოღებული. ეს დოკუმენტურადაა დადასტურებული და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. ესაა მხოლოდ იმის ნაწილი, რაც მისი ბინის ჩხრეკისასაა ამოღებული. არის ამაზე მძიმე კადრები, უმძიმესი დანაშაულები. სასტიკი მოპყრობა პირდაპირაა აღბეჭდილი კადრებში - დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ. უმძიმესი ფაქტებია“, - აღნიშნა პროკურორმა.

18 ნოემბერს პროკურატურამ მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძის საქმეზე ვიდეომტკიცებულებები გამოაქვეყნა. პროკურატურის ცნობით, მათ პატიმარს საკუთარი ჩვენება შეაჭამეს, შემდეგ კი პატიმრის გაუპატიურების ინსცენირებას აყურებინეს. წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.

Katana ჰოდა, დადევით ყველაფერი! - ხომ ხედავთ, კიდევ აქეთ გაწვებათ ეს ნაძირალა, ჩვენებასაც არ გაძლევთ და სტრასბურგით გემუქრებათ!..
უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, თურმე, ამ კადრების გამოქვეყნება! - ამის მთქმელი ადვოკატიც გვერდით უნდა მიუსვა!
დადევით, - ნუ გეშინიათ, არავის არ გაუსკდება გული.
3 წლის უკან