ჯანდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია

ჯანდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გორში ჩავიდა. ის სამხედრო ჰოსპიტალს მოინახულებს.

სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე, მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.