ნიკა გვარამია: არ მოვსულვარ რეკომენდაციებით, ეს ახლა რელევანტური არ არის - დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას

ნიკა გვარამია: არ მოვსულვარ რეკომენდაციებით, ეს ახლა რელევანტური არ არის - დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას

მე არ მოვსულვარ რეკომენდაციებით, ეს ახლა რელევანტური არ არის, უნდა დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ,,მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებასთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

,,დამირეკეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან, მთხოვეს მოსვლა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად, რომელიც ძალიან მალე მოვა. შევალთ და გავარკვევთ ყველაფერს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.