ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი.

ამიტომ, ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება სწრაფად შესულიყო და გამოეტანა ინფორმაცია.

გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია, და ასევე, ველოდები და ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, ის იყოს გორი უსაფრთხოდ.

ველოდები ექიმს და გავყვები მის რეკომენდაციებს, რეაბილიტაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი, ველოდები გადასვლის პროცესს",- განაცხადა ხოშტარიამ.

Katana . დაიცათ, სულ თავიდან რა იყო ნათქვამი? ნიკა გვარამია რომ აცხადებდა, გორში იმიტომ უპირებენ გადაყვანას, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებულია ოსურ სპეცნაზთან, რათა მოატაცებინონ და რუსეთს გადასცენო... ეს აღარ გახსოვთ?!
ახლა როგორ არის, რუსეთმა გადააგდო ოსური სპეცნაზი და ფულს აღარ უხდის თუ მათი "შეთანხმება" ძაალაში რჩება და თქვენც გაწყობთ მიშას გატაცება? :)))
აი, ესა ხართ სულ - უპრინციპო აფერისტები!
3 წლის უკან