მიხეილ სააკაშვილი იმიტომ კი არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული და გადაყვანილი იყოს იმ კლინიკაში, სადაც მას სრული სამედიცინო სერვისი გაეწევა.
„რაც შეეხება ბრძოლას, ბრძოლა ბუნებრივია, გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი იმიტომ კი არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს, მასთან ერთად ჩვენ ყველა ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამასთან, ზაალ უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ხელისუფლება იძულებული გახდა, მიეღო ეს გადაწყვეტილება. მგონია, ახლა არავის აზრად არ მოუვა თქვას, რომ ხელისუფლებამ თავის ნებით მიიღო გადაწყვეტილება, გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი. მიხვდნენ, რომ უკვე კრიტიკულ ზღვარზე არიან და იძულებული გავხადეთ, მათ შორის იძულებული გახადა მიხეილ სააკაშვილის ბრძოლამ, ასევე იმ ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში ამ დღეების განმავლობაში. ასე რომ, ასე ბრძოლით უნდა მივაღწიოთ ყოველთვის წარმატებებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
სახლშია, სახლში!
თავისი ფეხით მივიდა, რუსეთის ზაიჩიკ სრააკაშნირი და დაბინავდა!