გივი მიქანაძე: ველოდებით, რომ ოპოზიციის მხრიდან გადადგმული იქნება შემხვედრი ნაბიჯები და არანაირი აქციები არ იქნება გორის ჰოსპიტალთან

გივი მიქანაძე: ველოდებით, რომ ოპოზიციის მხრიდან გადადგმული იქნება შემხვედრი ნაბიჯები და არანაირი აქციები არ იქნება გორის ჰოსპიტალთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ელოდება ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს და იმედოვნებს, რომ გორის ჰოსპიტალთან არანაირი საპროტესტო აქციები არ იქნება.

„ამჟამად ჩვენ ველოდებით იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსჯავრდებული სააკაშვილი. იუსტიციის მინისტრმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამ სპეკულაციების მიზანი იყო იმ სცენარის განხორციელება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა დასახული. მიხეილ სააკაშვილი არ უფრთხილდებოდა თავისი მოშიმშილე კოლეგების მდგომარეობას, რომლებიც მას სოლიდარობას უცხადებენ. არ სრულდებოდა არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ ოპოზიციის მხრიდან გადადგმული იქნება შემხვედრი ნაბიჯები და არანაირი აქციები არ იქნება გორის ჰოსპიტალთან“, - აცხადებს მიქანაძე.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

mamago იქნება სახლში უნდა ადამიანს?!
3 წლის უკან