ეს არის საუკეთესო შეთავაზება და ველოდებით პრაგმატულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე საუბრისას განუცხადა.
„გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით იყო გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას ბუნებრივია არავითარი საფუძველი არ აქვს. გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მივიღეთ კონკრეტული მოსაზრებების გათვალისწინებით. პირველი ეს არის სამედიცინო თვალსაზრისით. ჰოსპიტალი მთლიანად არის აღჭურვილი აპარატურით, სამედიცინო პერსონალით და მეორე - უსაფრთხოების მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, ეს არის ოპტიმალური და საუკეთესო შეთავაზება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას