მამუკა მდინარაძე: თუ სააკაშვილი არ დათანხმდება გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, დადასტურდება ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ეს არის უბრალოდ ახირება

მამუკა მდინარაძე: თუ სააკაშვილი არ დათანხმდება გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, დადასტურდება ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ეს არის უბრალოდ ახირება

მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თუ ის არ დათანხმდება გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, დადასტურდება ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ეს არის უბრალოდ ახირება და მეორე მხრივ, თუ დათანხმდება, ყველანაირი რისკი, თეორიულიც კი მოიხსნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, რისკი არც იმ დაწესებულებაშია, სადაც სააკაშვილი ახლაა მოთავსებული.

„ჩემთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების შექების არის ის, რომ ღირდა თუნდაც ელენე ხოშტარიასთვის, ღირდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შიმშილობენ სააკაშვილისთვის. გასაგაებია, რომ შეიძლება თავად სააკაშვილი და სხვა ლიდერები წირავენ ამ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ არ გავწირეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.