,,ადამიანი შიმშილობს, კლინიკაში გადაყვანის და უკეთესი მკურნალობის პერსპექტივის გამო. ბეკეტის პიესაში, რომ გმირები გოდოს ელოდებიან ისე ელოდება, მიშას გათავისუფლებას “ნაც-მოძრაობა.’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
ანალიტიკოსი facebook - გვერდზე აქვეყნებს ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ,,მხედველობაში უნდა მივიღოთ რისკები ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ყველაფერზე წავა სისხლისღვრის ჩათვლით - უნდა გავითვალისწინოთ როგორც სამედიცინო მოსაზრებები, ისე უსაფრთხოების საკითხი. ‘’ ქადაგიძე ასევე აზიარებს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერების კომენტარებს, რომლებიც საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და არეულობისკენ მოუწოდებენ.
,,აბსურდის თეატრი გრძელდება- ადამიანი შიმშილობს, კლინიკაში გადაყვანის და უკეთესი მკურნალობის პერსპექტივის გამო...
ბეკეტის პიესაში, რომ გმირები გოდოს ელოდებიან ისე ელოდება, მიშას გათავისუფლებას ნაც-მოძრაობა...
უბრალოდ პიესისგან განსხვავებით აქ "გოდოს მოლოდინში" ყველაფერზე წავლენ რადიკალები. ღიად მიდის საუბარი მაიდანზე და დესტაბილიზაციაზე.
შეგიძლიათ სქრინები ნახოთ, თუ რა მოწოდებებს აკეთებენ "მშვიდობიანი" პროტესტანტები.’’ - წერს ანალიტიკოსი.