ჩვენ აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად. ბუნებრივია ყველა იმ დეტალზე, რომელიც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ არ ვისაუბრებთ, თუმცა გეუბნებით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იმ სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს შიმშილობენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„სწორედ ეს უსვამს ხაზს იმ ჰუმანურ ბუნებას, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.