დავით ქაცარავა: საჭიროა მაიდანი

დავით ქაცარავა: საჭიროა მაიდანი

,,სახალხო სეირნობები უნდა მორჩეს - უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა, დროებითი, კოალიციური მთავრობის შექმნა, სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამისთვის კი საჭირო ხალხის გამოსვლა და დგომა. თუ საჭირო გახდება, მაიდანის ჩატარება.’’ - ასე ეხმიანება ორგანიზაციის „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ჟურნალისტ ვახო სანაიას facebook პოსტს, რომელიც საზოგადოებას მიმართავს შეკითხვით - რა გამოსავალს ხედავენ?
ჟურნალისტი დავით პაიჭაძე გამოსავალს მოსახლეობისგან ხელისუფლებაზე მიმართულ  ტერორში ხედავს. 

,,მე - ტერორს. ტერორს ქვემოდან, მოსახლეობისგან, ხელისუფლებაზე მიმართულს. ოღონდ მაგის თავი არავის გვაქვს. თავი რა, ტ....ი. არაერთ ქვეყანაში მიმართეს მაგ საშუალებას და ბოლოს, ზოგან, ისიც მხოლოდ ევროპაში, ტკივილებისა და მსხვერპლის ფასად მიაღწიეს მშვიდობას და კომპრომისს. ტერორისტებიც აზრზე მოვიდნენ და ხელისუფლებებიც. ამ ხელისუფლებას ადამიანის ენა არ ესმის. იმ ხელისუფლებებსაც არ ესმოდათ. მერე, ასე თუ ისე, გაიგეს.'' - წერს დავით პაიჭაძე ვახაო სანაიას facebook კომენტარებში.

აქვე სოფო ჭყონია წერს, რომ ოპოზიცია „სეირნობას“ უნდა მორჩეს.