ფეუსბუქ-მომხმარებელი "მეწისქვილე მეწისქვილე" სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მიშა არის პატიმარი.
ციხის პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა პატიმრობაც მიუსაჯა მან თავის თავს.
ის არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მანიაკალური ჟინის პატიმარი.
უფრო მეტიც. პატიმარს რაღაც მინიმალური უფლებები მაინც აქვს.
მონა კი სრულიად უუფლებოა.
ის მონა გახდა ამ თავისი შლეგური ჟინისა.
მონას კი ღირსება არ აქვს.
აქედან - მისი უღირსი ქმედებების მთელი კასკადი.
...
ღმერთო, როგორ შესძელი ის, რომ შეჰქმენი ისეთი არსება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ ჩაუდენია ღირსეული საქციელი?
როგორ შეჰქმენი ღირსებისაგან დაცლილი არსება?
...
მანიაკალური გადახრების მქონე ხელისუფალის მისწრაფებაა, რომ ის ერზე მაღლა დადგეს.
როგორ უნდა მიაღწიოს ამას საკუთარი სურვილით ღირსებააყრილმა ხელისუფალმა, თუკი მან იცის, რომ ის ღირსებას ვერასდროს ვერ დაიბრუნებს?
ამისთვის რჩება ერთადერთი გზა: ღირსება აჰყარო ერს.
ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ძალადობით, თავ-პირის მტვრევით, გაუპატიურებით და ა.შ.
ეს კი ერთხელ უკვე გავიარეთ, მაგრამ იგივე უფრო ამაზრზენი ფორმით გველოდება წინ, თუკი ნაცები და მიშა მივუშვით ხელისუფლებაში.
წურბელასათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ის სისხლს წოვდეს ცოცხალ ორგანიზმს.
ხელისუფლებაშია თუ ხელისუფლების მიღმა, სააკაშვილი სისხლს წოვს ცოცხალ ორგანიზმს, ერს.
...
ღმერთო, როგორ შესძელი ის, რომ შეჰქმენი ადამიანობისაგან დაცლილი ადამიანი"?