პროკურატურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, რომელსაც გრიფით საიდუმლო მოხსნეს. უმრავლესობის წევრი დღეს იმ იმ ხარჯებს აქვეყნებს, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან დაიფარა. პრეზიდენტის ვოიაჟები დუბაიში და ტაილანდის კუნძულზე, გასახდომი პროცედურები, საიუვილერო ნაკეთობები დეპუტატებისა და ცნობილი უკრაინელი მომღერლისთვის,-დოკუმენტაციის მიხედვით, დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან დაფინანსდა მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლაც. ქსეროასლების ფრიალი-ასე ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დღეს გავრცელებულ დოკუმენტებს, უმცირესობა კი ხარჯღაღრიცხვის ფურცლების დემონსტრირებას 19 აპრილს უკავშირებს.