დავით ქართველიშვილი: გამრუდებული მავნებლებისთვის მათ გაუკუღმართებულ ბრალდებებზე სამწუხაროდ, ყოველ დღე ჭეშმარიტების საგანში ლექციების წაკითხვა გვიწევს

დავით ქართველიშვილი: გამრუდებული მავნებლებისთვის მათ გაუკუღმართებულ ბრალდებებზე სამწუხაროდ, ყოველ დღე ჭეშმარიტების საგანში ლექციების წაკითხვა გვიწევს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობის  ცრუ ბრალდებებს პასუხობს,  თუ რატომ იყო რუსეთის ერთ-ერთი არხის  თოქ-შოუში იატაკზე სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დროშები გამოსახული.

,,ნაცების გაუკუღმართებული და გამრუდებული რეალობის მსხვრევას კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთის ერთ-ერთ არხის სტუდიის დიზაინი გააკრიტიკონ. საუბარი შეეხება Russia-1  გადაცემა  60 минут-ში  იატაკის ეკრანს, სადაც სხვადასხვა ქვეყნებზე საუბრისას იატაკის ეკრანზე ქვეყნების დროშებს აჩვენებენ.  

როგორც ქართველიშვილი წერს, საუბარი შეეხება იმ არხს, რომელიც 14 ოქტომბერს ნაცმოძრაობის საპროტესტო აქციას "მთავარ არხთან" ერთად პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. 

,,ნაცების გაუკუღმართებული და გამრუდებული რეალობის მსხვრევას კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ. საუბარი ეხება მორიგ აბსურდულ და ცრუ ბრალდებებზე პასუხის გაცემას, თუ რატომ იყო რუსეთის ერთ-ერთი პროპაგანდისტული არხის პოლიტიკურ თოქ-შოუში იატაკზე სხვადასხვა ქვეყნების - აშშ, უკრაინას, სომხეთის, აზერბაიჯანის და მათ შორის საქართველოს დროშების ჰოლოგრამები და რატომ იდგნენ ზედ რუსი ჟურნალისტები, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ "უპასუხოდ" დატოვა. 

საუბარი მიდის იმ ტელეარხზე, რომელიც ლაივში, "მთავარ არხთან" ერთად, მაუწყებლობდა 14 ოქტომბრის ნაცმოძრაობის მიტინგიდან. საუბარი მიდის იმ რუსეთზე, რომლის განკარგულებით:

სააკაშვილმა 2004 წლის მარტში ეროვნული უშიშროების აკადემია გააუქმა;

2004 წლის აგვისტოში სამაჩაბლოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დალაგებული ურთიერთობები ჩაგვიფლავა;

2008 წელს აგვისტოს ომის პროვოცირებაში მიიღო მონაწილეობა, ქვეყნის ნაწილობრივ ოკუპაციას შეუწყო ხელი და მოგვიანებით ევრო რეზოლუციაში საქართველოს მიერ ომის დაწყების აღიარებას მოაწერა ხელი;

გარდა ამისა, საკუთარი "კეთილი" ნებით - რუსეთს დამატებით კოდორი და ახალგორი უსაჩუქრა;

რუსეთს გადასცა საქართველოს სტრატეგიული ბიზნეს და ენერგეტიკული ობიექტები;

აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის КГБ-ს გენერლის საკურატორო თანამდებობებზე "თელასში" ნაცმოძრაობის "პოლიტბიუროს" წევრთა უახლოესი ნათესავები დაასაქმა.
ამ გამრუდებულ მავნებლებისთვის მათ გაუკუღმართებულ ბრალდებებზე სამწუხაროდ, ყოველ დღე ჭეშმარიტების საგანში ლექციების წაკითხვა გვიწევს და ამას ბოლო არ უჩანს.’’ - წერს ქართველიშვილი.