საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ან მის ლიდერებს სჭირდებოდათ დახმარება გარედან, სწორედ რუსეთი იყო ის მაშველი რგოლი, რომელსაც ისინი იყენებდნენ.
„რეზოლუციით, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, რეალურად „ნაცმოძრაობა“ გაურიგდა რუსეთს. აქედან არა დასავლეთში, ან საკუთარ ელექტორატში, ეძებენ პარტნიორებს და მაშველ რგოლებს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.