სალხინოს მამათა მონასტერთან, სადაც განკვეთილი ბერები და მრევლის ნაწილია შეკრებილი, ხმაურია

სალხინოს მამათა მონასტერთან, სადაც განკვეთილი ბერები და მრევლის ნაწილია შეკრებილი, ხმაურია

ხმაურია სალხინოს მამათა მონასტერთან, სადაც განკვეთილი ბერები და მრევლის ნაწილია შეკრებილი.

სასულიერო პირები სიტყვიერად უპირისპირდებიან სამართალდამცავებს და მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას მოითხოვენ. ისინი პოლიციას წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ მრევლს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს მონასტერში შესვლა და ლოცვა.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. მათ აეკრძალათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე - სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.

5 ნოემბერს პოლიციამ ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი 3 და 2 მოქმედი სასულიერო პირი დააკავა.