საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნუ აჰყვებით დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალის კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებით! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მე-12 პენტინეტციურ დაწესებულებასთან, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, იგეგმება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია, სახელმწიფო შენობების კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირება და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვა. ამ პროცესში, იგეგმება ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვაც. „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მოქმედებების მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რაც კანონით ისჯება! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის“.