ზურაბ ქადაგიძე: ოღონდ მიშა იყოს კარგად და მისი სურვილი შესრულდეს, თუნდაც მთელი ქვეყანა დანგრეულა - ესაა „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა

ზურაბ ქადაგიძე: ოღონდ მიშა იყოს კარგად და მისი სურვილი შესრულდეს, თუნდაც მთელი ქვეყანა დანგრეულა - ესაა „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა

ოღონდ მიშა იყოს კარგად და მისი სურვილი შესრულდეს, თუნდაც მთელი ქვეყანა დანგრეულა - ესაა „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

„გადავიდნენ გეგმა „ბ"-ზე? მას შემდეგ რაც ბოროტ მასხარას გეგმა ჩაუვარდა და არჩევნების შედეგებმა იმედები არ გაუმართლა, გადავიდა აგრესიულ სტრატეგიაზე...

ოღონდ მიშა იყოს კარგად და მისი სურველი იქნას შესრულებული თუნდაც მთელი ქვეყანა დანგრეულა - ესაა „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა...

2003 წელი არ არის... არც ივანოვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი... ხალხს ვეღარ დააბოლებთ...

სახელმწიფო ინსტიტუტები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად...“