ამერიკამ საუდის არაბეთს $650 მილიონის ღირებულების იარაღი მიჰყიდა

ამერიკამ საუდის არაბეთს $650 მილიონის ღირებულების იარაღი მიჰყიდა

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაამტკიცა საუდის არაბეთისთვის $650 მილიონის ღირებულების იარაღის მიყიდვა. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი უდიდესი შეთანხმებაა იარაღის გადასაცემად სპარსეთის ყურის ქვეყნისთვის, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ იარაღის მიყიდვა მიზნად ისახავს, დაეხმარონ ელ-რიადს მიმდინარე და სამომავლო საფრთეებთან ბრძოლაში.

შეთანხმებაში ძირითადი კონტრაქტორი მასაჩუსეტსის შტატში არსებული ფირმა Raytheon-ია, რომელიც საუდის არაბეთს AMRAAM-ის რაკეტებს (Advanced Medium-Range Air-to-Air Missile) გადასცემს.

იარაღის მიყიდვის შესახებ შეთანხმება არ საჭიროებს კონგრესის თანხმობას, მაგრამ კანონმდებლებს შეუძლიათ, დაბლოკონ გარიგება სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.