ნიუ-იორკის ახალარჩეულ მერს სურს, ხელფასი ბიტკოინით მიიღოს

ნიუ-იორკის ახალარჩეულ მერს სურს, ხელფასი ბიტკოინით მიიღოს

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებული ერიკ ადამსი ამბობს, რომ სურს, პირველი სამი ანაზღაურება კრიპტოვალუტით, ბიტკოინით მიიღოს, - ამის შესახებ BBC წერს.

ადამსის განმარტებით, მისი განზრახვაა, ნიუ-იორკი „კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად“ აქციოს.

„ნიუ-იორკი იქნება კრიპტოვალუტისა და სხვა სწრაფად მზარდი, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი! უბრალოდ დაელოდეთ!", - წერს ადამსი Twitter-ზე.

2009 წელს შექმნილი ბიტკოინის ღირებულება ბოლო დროს ცვალებადია.