ინტერპოლი სვეტლანა ტიხანოვსკაიას საერთაშორისო ძებნაზე უარს ამბობს

ინტერპოლი სვეტლანა ტიხანოვსკაიას საერთაშორისო ძებნაზე უარს ამბობს

ინტერპოლი შეუძლებლად მიიჩნევს თავისი არხების გამოყენებას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას საერთაშორისო ძებნისთვის. ამის შესახებ ბელარუსში ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

ბელარუსში ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ინტერპოლის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა ბელარუსის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლის შემდეგ მიიღო.

დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ინტერპოლი ბელარუსში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების კანონიერებას ეჭვქვეშ არ აყენებს, ხოლო ძებნის შესახებ გადაწყვეტილებას არსებული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად იღებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი მას შემდეგ დატოვა, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დარბევა და პოლიტიკური აქტივისტების მასობრივი დაკავება დაიწყო.