ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა მარათონის მონაწილეებმა ფინიშის ხაზი გადაკვეთეს. რამდენიმე წამიანი სხვაობით ორი აფეთქება მოხდა. კიდევ ერთი აფეთქება კი ერთი საათის შემდეგ ჯონ კენედის სახელობის ბიბლიოთეკაში მოხდა. პოლიციამ ეს ფაქტი უკვე დაადასტურა, თუმცა იქ დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 2 ადამიანი, 100-ზე ადამიანი კი დაშავებულია. მათ შორისაა 3 წლის ბავშვი.